LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ პარტიაში ვინმეს ავუკრძალოთ ლაპარაკი – მამუკა მდინარაძე

“ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული, მიუხედავად გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებისა და განსხვავებული პოზიციისა” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უარყო გედევან ფოფხაძი განცხადება, რომ მას კრიტიკული განცხადების გაკეთებას უკრძალავდნენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიცია „ქართულ ოცნებას“ არ გამოუხატავს.

„ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს, წარსულს და იმ ერთად შრომას, რაც გაგვიწევია და ვამბობთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდის თითოეული წევრი იყოს შენარჩუნებული, მიუხედავად გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებისა და განსხვავებული პოზიციისგან. მე არ ვიცი, ვისი ინტერპრეტაციაა, რომ გუნდში ვინმეს რაიმე კრიტიკული განცხადების გაკეთება ეკრძალებოდეს. შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ავუკრძალოთ ლაპარაკი – ეს არავის უფიქრია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.