LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლს მოეწერა ხელი

ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პროტოკოლს ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში მოეწერა ხელი. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი  twitter-ზე წერს. პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, საჭიროა მისი რატიფიცირება. მანამდე ქვეყანა ალიანსის საქმინობაში როგორც მიწვეული წევრი ისე ჩერთვება. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატოს რიგით 30-ე წევრი სახელმწიფო იქნება.

„ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნატო მოიწვევს იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას ალიანსის წევრად მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასახელებასთან დაკავშირებით გაერო-ს ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღწეული. ჩვენ მივესალმებით ქვეყნის დასახელებასთან დაკავშირებით ათენსა და სკოპიეს შორის ისტორიულ შეთანხმებას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად. გასულ წელს მონტენეგროს გაწევრიანება და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის დღევანდელი მიწვევა ამ ვალდებულების ხელშესახები დემონსტრირებაა,” – ჩაიწერა ნატოს სამიტის დეკლარაციაში.