ბრიტანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული აღინიშნება, რომელიც ტრადიციისამებრ ქეით მიდტოლნმა გახსნა. ქემბრიჯის ჰერცოგინია ერთ დღეს ორ სხვადსახვა სკოლას ესტუმრა. კენსინგტონის სასახლის ოფიციალური განცხადებით, მიდლტონი წელს პირადად ჩაერთვება მენტალური ჯანმრთელობის პროექტებში და ამ მიმართუილებით ბევრ შეხვედრასაც გამართავას.
ამჯერად მიდლტონი ბრწყინავდა ბრიტანული ბრენდის Eponine-ის მწვანე კაბაში. ბუკლეს კაბა დიდი ზომის უცნაური ფორმის ჯიბეებით იყო გაფორმებული, რომელიც ვიზუალურად თვალის ფორმის იყო. ანსამბლი კი მიდლტონმა L.K.Bennett-ის თასმებიან ბათინკებთან შეახამა.




