LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.  

მისი თქმით, ის რომ არ აერჩიათ აშშ-ის პრეზიდენტად, ქვეყანა ახლა ჩრდილოეთ კორეასთან საომარ მდგომარეობაში იქნებოდა.  

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს კიმ ჩენ ინთან.