LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! – მიხეილ სააკაშვილი

რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ – უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ამისთვის სიტუაცია უნდა მოვამზადოთ, – აღნიშნული განცხადება დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, დღეს სიტუაცია არ არის მზად საქართველოში, თუმცა მას არ შეუძლია შორიდან უყუროს ქვეყნის განადგურებას.

“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს,“ – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში შეკრებულ ემიგრანტებს.

მანვე პრეზიდენტობისას დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას უცხოეთში მყოფ ყველა ქართველისთვის პასპორტები უნდა დაერიგებინა და ამას ძალიან გვიან მიხვდა.

“ბოლო წელს მივხვდი ამას. დავდიოდი ისტერიულად, თურქეთში, უკრაინაში… ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, ბოლომდე ვაღიარებ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.