LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

69 წლის რიჩარდ გირი მამა გახდა

რიჩარდ გირი და ალეხანდრა სილვა მშობლები გახდნენ. 69 წლის მსახიობსა და 35 წლის პუბლიცისტს, ვაჟი შეეძინათ. ინსაიდერის ინფორმაციით, პატარას შესახებ დედ-მამა ჯერჯერობით საუბარს არ აპირებს და არც მის სახელს ამხელს.

აღსანიშნავია, რომ ახალდაქორწინებულებისთვის ბიჭუნა პირველი საერთო შვილია. გირს სინდი კროუფორდთან ქორწინებიდან 18 წლის ჰომერი, სილვას კი ჰოვინდ ფრიდლანდისგან, 6 წლის ალბერტი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირმა და ალეხანდრა სილვამ გასული წლის აპრილში იქორწინეს. მათ შორის სხვაობა 34 წელია.