ბახტრიონის ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანმა მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღო და მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარის გამო დროებით შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
