LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს

ქვემო ქართლის პროკურატურამ ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავა.

პროკურატურაში “ფორტუნას” არევაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. თუმცა, არ აკონკრეტებენ, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი არევაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარუდგენენ.

გიორგი არევაძე ბოლნისის გამგებლის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა.