LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1750 ძალის ჰიპერქარი Tuatara მოძრაობაში გამოსცადეს

ამერიკულმა ფირმა SSC North-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უსწრაფესი ჰიპერქარი tuatara მოძრაობაშია ასახული. ორკარიანი მოდელი სულ 100 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა და როგორც მწარმოებელი აანონსებს, ის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი იქნება.

სუპერქარი 5,9 ლიტრის მოცულობის 2 ტურბო V8 ძრავებითაა აღჭურვილი და მთლიანობაში 1350 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

Tuatara-ს პირველი პროტოტიპის ნახვის საშუალება ავტომოყვარულებს „პაბლ-ბიჩის“ ელეგანტურობის კონკურსზე 2011 წელს ქონდათ. თავდაპირველად ავტომობილი 6,9 ლიტრის მოცულობის ძრავით უნდა აღეჭურვათ და მას 1700 ცხენის ძალა უნდა განევითარებინა, თუმცა მუშაობის პროცესში გეგმა შეიცვალა და განსხვავებული სახის ჰიპერქარი მივიღეთ.