პლანეტა მარსი, რომელიც შრომისუნარიანობაზე, აქტიურ მოქმედებასა და ნებისყოფაზე აგებს პასუხს, 31 მარტამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და ადამიანებშიც მისთვის დამახასიათებელ თვისებებს – ერთის მხრივ, ორგანიზებულობას, დისციპლინას და პრაგმატულობას, ყაირათიანობას, ერთგულებას და წინდახედულობას, მეორეს მხრივ კი, სიჯიუტეს და პრინციპულობას გააძლიერებს. შექმენით კომფორტული გარემო სახლში და სამსახურში, რადგან კურო პირველ რიგში სწორედ კომფორტსა და სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას. დაასრულეთ ძველი პროექტები და სრულყოფილად შეასრულოთ ყველა სამუშაო, მოერიდეთ ექსპერიმენტებს და გრანდიოზული გეგმების დასახვას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კონტაქტების გასაფართოვებლად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად წარმატებული დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისათვის.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგარიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ არტერიული წნევის მატების, თავის ტკივილის და უგუნებობის მიზეზი გახდება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბროქნებს.
დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ოქროსფერი და კრემისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და ნარინჯისფერი, ასევე თოფაზი, ჟადეიტი და აქვამარინი, იაგუნდი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები ელით მორიელს და თხის რქას.
