LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

ქუთაისში ავტოავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაივალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუგუნავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა, რა დროსაც ფეხით მოსიარულე დაშავდა, თავად მოტოციკლის მძღოლი კი, დაიღუპა.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.