სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში რამდენიმე სართული ჩაინგრა. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, ევაკუირებულია 81 ადამიანი. ცნობებში, რომელთაც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, მათ შორის „როიტერსი“ და „ინტერფაქსი“ ავრცელებს, არაფერია ნათქვამი მსხვერპლის შესახებ.
სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში რამდენიმე სართული ჩაინგრა
