LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონმა მამუკა ხაზარაძემ აღმომიჩინა დახმარება.. დღეს უკვე ევროპის დიდ სცენებზე ღირსეულად წარმოვაჩენ ჩემი ქვეყნის სახელს! – მიშა ქირია

ქართველი საოპერო მომღერალი, მიშა ქირია ფეისბუქ გვერდზე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

ორი სიტყვით მინდა დავწერო TBC – თიბისი ბანკზე და ბატონ მამუკა ხაზარაძეზე. ლა სკალას აკადემიაში სწავლის პერიოდში როცა 2012 წელს ჩემი ქვეყნის კულტურის სამინისტრომ დაფინანსება შემიწყვიტა დავრჩი ბედის ანაბარა მილანში, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა დამხმარებოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეისბუქზე მიმეწერა ბატონი მამუკა ხაზარაძისთვის, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და მართალი გითხრათ არც მქონდა იმედი, რომ რამე გამოვიდოდა. ზუსტად მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ ბატონმა მამუკამ გადაწყვიტა დავეფინანსებინე. ამის შემდეგ არაერთხელ გადაკვეთილა ჩვენი გზები, ბევრ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, რომელსაც თიბისი ბანკი ანხორციელებდა და ქართული კულტურის განვითარებას ჰაერივით ესაჭიროებოდა, ბოლო პროექტი იყო “საბას” საიუბილეო საღამო ფრანკფურტში. ჩემთვის, როგორც დამწყები მომღერლისთვის აუცილებელი იყო ის დახმარება რაც მაშინ ბატონმა მამუკამ და თიბისი ბანკმა აღმომიჩინა, რადგან დღეს უკვე ევროპის დიდ სცენებზე ღირსეულად წარმოვაჩენ ჩემი ქვეყნის სახელს! დღევანდელი სპექტაკლის აპლოდისმენტები ეძღვნება ამ ღირსეულ ადამიანს და ჯგუფს, რომელმაც უამრავ ახალგაზრდას შეუწყო ხელი! პატივისცემის იტალიიდან მიშა ქირია.

https://www.facebook.com/mikheil.kiria.94/videos/1118499351662926/