LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ბენდუქიძის დასახლებასთან ახლოს ხანძარია

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებასთან ახლოს ხმელი ბალახი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით დამწვარია 500 კვადრატული მეტრი ფართობი.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო სამაშველო ჯგუფი. დაშავებული არავინ არის. ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები.