LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობის სახურავი დააზიანა

ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. ქარმა რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობის სახურავი დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, მაშველებმა სახურავი უკვე დაამაგრეს და პრობლემა აღმოფხვრილია.