20 თებერვლიდან ქარი ჩადგება და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქარიანი და ნალექიანი ამინდი 19 თებერვალს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
“თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი. 20-21 თებერვალს კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში კი ნალექის სახით მცირე თოვაა მოსალოდნელი. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება,” – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგნეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
