LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება – ბესელია

„მე ვერავინ გამრიცხავს, ასეთი საუბარი ჩემთან –  გაგრიცხავ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს”-ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას გუნდიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით. ბესელიას განცხადებით, მას ამ ტონით გუნდში არავინ ესაუბრება. გადაწყვეტილებას კი კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ მიიღებს.

“მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ. ჩემს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მე თავად ვიღებ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვას არავის”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.