აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში ავადმყოფი დედა-შვილის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ტრადიციულად, მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდა. როგორც ირკვევა, კეთილი ადამიანების ძალისხმევით დედა-შვილი უკვე მოამარაგეს საკვებით. როგორც აკა წერს, მათ ქუჩაში მოწყალების თხოვნა აღარ მოუწევთ, გადაუხადეს ექვსი თვის ქირა და სოციალური დახმარებაც დაენიშნებათ.
“თქვენ რამდენიმე საათში გააბედნიერეთ დედა-შვილი არასოდეს აღარ გახდება შიმშილისაგან ცუდად არცერთი, სამი თვის საკმარისი საჭმელი აქვთ უკვე, ქუჩაშიც აღარ დარჩებიან, ექვსი თვის ქირა გადავუხადეთ, დაენიშნებათ სოციალური დახმარება. კლინიკაში ორივე გაივლიან ყველანაირ გამოკვლევას, ბავშვი აუცილებლად მივა სკოლაში. აღარ მოუწევთ ქუჩაში მოწყალების თხოვნა, სახლში სულ ექნებათ შუქი და გათბობა, ტანსაცმელი, ახალი ჭურჭელი და ექნებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ყოველ თვეს მოვიკითხავთ და გავუკეთებთ რაც დასჭირდებათ. იტირეს და გვატირეს ჩვენც, უამრავი მადლობა დაგვაბარეს თქვენთან, ვინც ერთი ლარი მაინც ჩაურიცხეთ და ურიცხავთ წინ ახალი საქმეები და ამბებია, ქარავანი მიდის და #სიკეთეგადამდებია
გენაცვალეთ თქვენ მე – წერს აკა სინჯიკაშვილი

