სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საქართველოში 19 გრადუსამდე დათბება, თუმცა ხვალიდან ისეც წვიმა და ქარი იქნება. გარემოს ეროვნულ სააგენტო ინფორმაციით, 23 თებერვალს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10, +15 გრადუსამდე დათბება.
24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
