რამდენიმე ვარსკვლავის, მათ შორის ლედი გაგას ეფექტური ჩაცმულობა ,,ოსკარებზე” ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. არ არის გამორიცხული, ალექსანდრ მაკქუინის შავ კაბაში გამოწყობილი ამერიკელი მომღერალი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, რომ არა ერთი საკმაოდ ბრწყინვალე დეტალი.
საქმე ისაა, რომ მოდის კრიტიკოსებმა ელის როლის შემსრულებელი ფილმიდან ,,ვარსკვლავის დაბადება”, ძვირფასი ყელსაბამის გამოც გამოარჩიეს.
გაირკვა, რომ Tiffany-ის 128, 54 კარატიანი უნიკალური სამკაული, რომელიც ,,ოსკაროსანი” არტისტის ყელს ამშვენებდა, 30 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ყვითელი ბრილიანტი, რომელიც 1877 წელს აღმოაჩინეს, საიუველირო სახლის ერთ-ერთ მთავარ ლეგენდად იქცა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ კომპოზიციის ტარების ფუფუნება მერი უაიტჰაუსსა და ოდრი ჰეპბერნს ჰქონდათ. ამასთან, დაჯილდოების ისტორიაში ასეთი ძვირადღირებული გამოჩენა პირველად დაფიქსირდა.


