LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტული აქტის შემდეგ, არიანა გრანდე მანჩესტერში პირველად იმღერებს (ფოტო)

ორი წლის შემდეგ, არიანა გრანდე მანჩესტერში პირველად ჩავა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერალი მონაწილეობას Manchester Pride-ის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღებს, რომელიც 23-26 აგვისტოს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის შემსრულებლის ღონისძიების ჰედლაინერად წარდგენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის შოუზე გამოსვლა მის გამბედაობასა და თანაგრძნობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 მაისს, მაშინ, როცა მაყურებელი არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ არენას ტოვებდა, თვითმკვლელმა რადიკალმა ისლამისტმა თავი აიფეთქა. ინციდენტს, რომელიც ტერორისტულ აქტად შეფასდა, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, ,,გრემის” მფლობელი მუსიკოსი ინგლისში დაბრუნდა და დაზარალებულთა მხარდსაჭერად, ისეთ კოლეგებთან ერთად, როგორებიც: კეტი პერი, ჯასტინ ბიბერი, ფარელ უილიამსი, მაილი საირუსი, რობი უილიამსი და სხვები არიან, საქველმოქმედო კონცერტი – One Love Manchester გამართა.