თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 15 წლამდე მოზარდმა გოგომ, სავარაუდოდ შეყვარებულთან კამათის გამო, წნევის დამწევი წამალი დალია. ამის შესახებ ინფორმაციას “imedinews” ავრცელებს.
გოგონა შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება მოსწავლეს ადგილზე გაუწია და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
