LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ისევ ერთად არიან (ფოტო)

მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ქორწინება საბოლოოდ კრახით დასრულდა, ვარსკვლავური წყვილი მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. ალბათ, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან 10 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მათ სამი შვილი, ორი გოგონა და ერთი ვაჟი ეყოლათ.

ამ დღეებში, ამერიკელი მსახიობები სწორედ ბავშვებთან ერთად სახლისკენ მიმავალი, ლოს-ანჯელესში გადაიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ექს-მეუღლეები საკმაოდ შეხმატკბილებულად გამოიყურებიან, რამაც მათი თაყვანისმცემლები ცოტა არ იყოს დააბნია.

შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა 2005 წელს იქორწინეს, ოფიციალურად კი შარშან განქორწინდნენ. მას შემდეგ მედია აქტიურად განიხილავს მათ რომანებს ლინდსი შუკუსთან და ჯონ მილერთან, თუმცა ფაქტია, ისინი ერთმანეთს ვერ თმობენ.