LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, საქართველოსა და რუსეთს დავეხმაროთ კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში – ალექსანდრ ლუკაშენკო

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც ვაკეთებთ კიდეც, 0 ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ბელარუსი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

„საქართველოსთან ტვირთბრუნვა საერთოდ არ გვქონდა და ახლა ეს მაჩვენებელი 87 მილიონს აღწევს. ქვეყანა პატარაა, ბაზარი პატარაა, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობა ნულიდან დავიწყეთ. თქვენ გჭირდებათ ყველაფერი, რასაც ვაწარმოებთ. მე ვიყავი საქართველოში, ვნახე ქვეყანა როგორ ვითარდება და ვნახე, რომ ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. საქართველოსთან არავითარი პრობლემა არ გვაქვს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური. ჩვენი კეთილი ურთიერთობები მზად ვართ გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც,“ – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველწლიურ შეხვედრას მართავს სახელწოდებით „დიდი საუბარი პრეზიდენტთან.“