რა იწვევს თმის ცვენას და როდის დგება გადანერგვის აუცილებლობა, მტკივნეულია თუ არა პროცედურა და რამდენ ხანში დგება პირველი შედეგი, რა უნდა ვიცოდეთ ლაზეროთერაპიაზე, მეზოთერაპიასა და პლაზმოლიფტინგზე – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თმის გადანერგვის კლინიკის „თალიზი“ წამყვანმა პლასტიკურმა ქირურგმა, ვაჟა ვადაჭკორიამ ისაუბრა.
სანამ პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ, ვისაუბროთ აქციაზე, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა, როგორი იყო დაინტერესება და რა სახის შეთავაზებაზეა აქციის ფარგლებში საუბარი?
როგორც მოგეხსენებათ, თებერვლის თვეში გვქონდა დაანონსებული აქცია, თავის თმიან საფარველში არსებულ ნაწიბურებში თმის გადანერგვაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ აქციაში ყველა მსურველი ვერ მოხვდა, მაგრამ გულს ნუ გაიტეხენ, წლის მეორე ნახევარში აუცილებლად დავაანონსებთ ანალოგიურ აქციას. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მოიცავს თმის აღდგენას მხოლოდ ნაწიბურებში.
როგორია საზოგადოების დამოკიდებულება თმის გადანერგვის მიმართ, რამდენად დიდია დაინტერესება, გაიზარდა თუ არა ინტერესი თმის ცვენის მკურნალობის მეთოდების მიმართ, რომელსაც თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას?
თმის ცვენა უძველესი დროიდან აწუხებდათ ადამიანებს. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ცდილობდა სხვადასხვა საცხებით ამ პრობლემის მოგვარებას. იულიუს კეისარი თავის სიმელოტეს ფარავდა კეფიდან წამოღებული თმის ვარცხნილობით, შუა საუკუნეებში აქტიურად დაინერგა პარიკის გამოყენება. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იპოვეს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად დაიწყო თმის გადანერგვა. სწორედ ამ პერიოდში 1998 წელს გაიხსნა ჩვენი კლინიკა და წელს 20 წლის იუბილე ვიზეიმეთ.
რაც შეეხება თმის ცვენას, მე არ მეგულება მამაკაცი, რომელსაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად არ აწუხებს, გამოსავალი კი თმის გადანერგვაა. საწყის ეტაპზე, ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ახალი დაწყებულია თმის ცვენა, სასურველია, კონსერვატული მკურნალობის ჩატარება. ამაში შედის პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, სხვადასხვა სახის პროცედურები, მაგრამ როდესაც თმის ფოლეკულები არ არსებობს, კონსერვატული მკურნალობა შედეგს არ მოგვცემს და პირდაპირი ჩვენება გადანერგვაა.
რამდენი სახის ოპერაციული მკურნალობა არსებობს და რა განსხვავებაა ამ მეთოდებს შორის?
თქვენ დაარქვით ოპერაციული მკურნალობა. მე დავარქმევდი პროცედურას, რადგან თმის გადანერგვა ტარდება 2-3 საათის განმავლობაში, ყოველგვარი ტკივილის გარეშე. პაციენტი გადანერგვის პროცესში საუბრობს მობილურ ტელეფონზე, უყურებს ტელევიზორს და ა.შ. 70-75 წლის ადამიანები იტარებენ ამ პროცედურას, ამით იმის თქმა მინდა, რომ მინიმალური ანესთეზია გამოიყენება და აბსოლუტურად უსაფრთხო და მარტივი პროცედურაა.
რაც შეეხება მეთოდებს, თმის გადანერგვაში არსებობს ორი ძრითადი მეთოდი. პირველი ფოლიკულური ექსტრაქციის, როდესაც კეფის სხვადასხვა მიდამოდან ვიღებთ ფოლიკულებს. მეორე მეთოდს კი, სტრიპ მეთოდი ეწოდება, ამ დროს კეფის არეში თმის ფოლიკულებს მოვიპოვებთ ზონრის სახით და კეთდება პლასტიკა. დღეისათვის მსოფლიოში კონკურენტი არ აქვს ფოლიკულური ექსტრაქციას ანუ უშრამო მეთოდს, გადანერგვის 90% სწორედ ამ მეთოდით კეთდება.

ვისთვის არის განკუთვნილი თმის გადანერგვის პროცედურა, ნებისმიერისთვის ვინც მოისურვებს?
თმის გადანერგვა ნაჩვენებია ანდროგებული, ანუ მამაკაცური თმის ცვენის დროს, როდესაც თმის ცვენა ფიქსირდება შუბლის, თხემის და გვირგვინის არეში. საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია კონსერვატული მკურნლობა, იქნებ მოხერხდეს თმის ცვენის კუპირება, მაგრამ თუ თმის ცვენის პროცესი გაგრძელდა, სასურველია გადანერგვა. პაციენტი პროცედურის შემდეგ მეორე დღესვე ჩვეულ საქმიანობას უბრუნდება, არავითარი უკუჩვენება არ აქვს.
ერთხელ გაკეთებული პროცედურა საკმარისია?
გადანერგილი თმა არასოდეს არ ცვივა, ეპილაციაც რომ გაიკეთოს პაციენტმა გადანერგილი თმა ისევ ამოვა. მაგრამ თუ თმის ცვენა გაგრძელდა თხემის ან გვირგვინის არეში, შესაძლოა 10 წლის შემდეგ განმეორებითი პროცედურა დასჭირდეს იმ ადგილზე, სადაც არ ჰქონდა გადანერგილი. როგორც წესი, პირველი პროცედურის ჩატარების შემდეგ, განმეორებითი გადანერგვა საჭირო არ ხდება.
განკუთვნილია თუ არა ეს პროცედურა მეტწილად მამაკაცებისთვის და არა ქალბატონებისთვის?
თმის გადანერგვა ნაჩვენებია ანდროგენული ანუ მამაკაცური თმის ცვენის დროს, მაგრამ როდესაც არის დიფუზორული თმის ცვენა ქალებში, ანუ ყველგან ერთნაირად უთხელდება თმა თხემის თუ კეფის არეში, რეკომენდირებულია კონსერვატული მკურნალობა. კონსერვატული მკურნალობის თითოეული პროცედურა, პლაზმოლიფტინგი, ლაზეროთერაპია, მეზოთერაპია, აძლიერებს თმის ფოლეკულის ირგვლივ კვებას, ინერვაციას, თმის ბოლქვის გაჯანსაღებას . თმის ცვენას კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, მას შემდეგ რაც პაციენტი მიმართავს კლინიკას, ექიმთან კონსულტაციის შედეგად მოხდება იმ მკურნალობის დანიშვნა, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის არის მიზანშეწონილი. პრინციპი ამ მეთოდების ერთი და იგივეა და მიზანიც ერთია, თმის ფოლიკულის გადარჩენა.

არის თუ არა მცირე შანსი მაინც იმისა, რომ თმის გადანერგვას არ ჰქონდეს ეფექტი? აქვს თუ არა მნიშვნელობა მომართვიანობის დროს?
20 წლიანი გამოცდილების განმავლობაში ჩვენ ასეთი ფაქტი არ გვქონია. აღსანიშნავია, რომ როდესაც სახეზეა ბუდობრივი ცვენა, ეს სხვა დაავადებაა, პაციენტს აქვს თმის ჯანმრთელი ფოლეკულები მაგრამ მიძინებულ მდგომარეობაში, რომ გადავნერგოთ, აზრი არ აქვს, რადგან ისინიც მიიძინებენ.
რაც შეეხება მომართვის დროს, მამაკაცებს ძირითადად 17-18 წლის ასაკში ეწყებათ თმის ცვენა, ამ დროს ნამდვილად არ არის რეკომენდებული თმის გადანერგვა. ამ დროს ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით. მაგრამ თუ ამ მეთოდებმა არ იმუშავა, ერთადერთი ალტერნატივა თმის გადანერგვაა. დაგვიანებული მომართვა არასოდეს არ არის, უბრალოდ როდესაც კეფის არეში ძალიან უმცირდება თმა მამაკაცს ერთი პროცედურა არ არის ხოლმე საკმარისი თმის საფარველის აღსადგენად. ხოლო როდესაც პაციენტს თმა გაცვენილი აქვს გვირგვინამდე, შუბლის თხემის და გვირგვინის არეში, ერთი პროცედურით მთლიანად შეიძლება დაკარგული თმის აღდგენა.
როგორ მივხვდეთ, რა ტიპის თმის ცვენასთან გვაქსვს საქმე?
ანდროგენული ანუ მამაკაცური თმის ცვენა იწყება შუბლის არედან. დიფუზური ცვენის დროს კი, მთელს თავზე ერთნაირად ხდება თმის საფარველის შემცირება. პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია და ექიმი ზუსტად დაადგენს, თუ რა ტიპის ცვენას აქვს ადგილი.
სად უნდა ვეძებოთ თმის ცვენის პირველადი მიზეზები?
თმის ცვენას იწვევს უამრავი მიზეზი, გენეტიკური, ენდოკრინული, მემკვიდრული, გარემო, სხვადასხვა ტიპის სტრესები. ერთ კონკრეტულ ფაქტორს ვერ გამოვყოფთ. ანდროგენული თმის ცვენის დროს ძირითადი მიზეზი არის მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი. ეს ჰორმონი ყველა მამაკაცს აქვს, მაგრამ თმის ცვენის პროცესი რომ დაიწყოს, უნდა იყოს გენეტიკური მიდრეკილებაც.
მე მახსენდება პირველი პროცედურა, რომელიც ჩავატარეთ 1998 წელს, მცირე მასშტაბის პროცედურა იყო, დაახლოებით 3000 თმის ღერი გადავნერგეთ. დილას რომ დავიწყეთ 11 სთ-ზე, მოვრჩით ღამის 12 სთ-ზე. ახლა კი ანალოგიური პროცედურა ტარდება 2-3 სთ-ში ყოველგვარი ტკივილის გარეშე. თავიდან იყო უნდობლობა, რადგან ეს იყო სიახლე. დღეს კი მთელ მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 700 ათასამდე თმის გადანერგვის პროცედურა კეთდება და პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე ხშირი, სწორედ რომ, თმის გადანერგვაა.

მედიკამენტოზურ მეთოდს თუ იყენებთ თმის ცვენის მკურნლობის დროს?
რა თქმა უნდა არის მედიკამენტოზური მკურნალობა. ამ დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის აეროზოლები, ფართოდ გამოიყენება ჰორმონალური აეროზოლები, მათ უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვთ, რადგან ჰორმონი მხოლოდ კანის ზედაპირულ შრეზე მოქმედებს და არა ზოგადად.
პროცედურიდან რამდენ ხანში დგება პირველი შედეგი?
პროცედურის შემდეგ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გადანერგილი თმა ცვივა, ორი თვის შემდეგ იწყებს ამოსვლას. 7 თვის თავზე 70-80 %-იანი შედეგია, სრული შედეგის მისაღებად ერთი წელია საჭირო. პირველი ერთი კვირის განმავლობაში უფრთხილდება პაციენტი, რომ გადანერგილი არ მიარტყას რამეს და მექანიკური დაზიანება არ მიიღოს. განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება არ სჭირდება. ინერგება მისივე თმა, შესაბამისად არანაირ უკუჩვენებას ადგილი არ აქვს.
არსებობს თუ არა განსხვავება თმის გადანერგვის პროცედურებს შორის თქვენსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შორის?
პროცედურა და პრინციპი ერთი და იგივეა, განსხვავება არ არსებობს. ჩვენს კლინიკაში მასშტაბური ოპერაციები ტარდება 2-3 საათში, ევროპის წამყვან ქვეყნებში კი ანალოგიური ოპერაციები 10-12 საათი მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკას „თალიზს“ აქვს ფილიალები რუმინეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ინგლისში, ჩვენი გუნდის წევრები მიდიან და იქ ატარებენ პროცედურებს. ჩვენთან კი თმის გადასანერგად აშშ-დანაც კი ჩამოდიან, როცა ქვეყანა პიონერი იყო ამ მიმართულებით. ხშირად გვსტუმრობენ ექიმები, რომელთაც ჩვენი სასწავლო კურსის ფარგლებში გამოცდილებას და ტექნიკებს ვუზიარებთ.
რაიმე აქციას თუ გეგმავთ უახლოეს მომავალში?
1-დან 15 მარტის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვგეგმავთ 30%-იან ფასდკაკლებას თმის გადანერგვის პროცედურაზე.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
