LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაც ტიპმა ვან ბასტენის ლეგენდარული გოლი გაიმეორა (ვიდეო)

ფეხბურთელმა შოტლანდიის ჩემპიონატიდან ზუსტად გაიმეორა მარკო ვან ბასტენის ის გოლი სსრკ ნაკრების კარში.

28-ე ტურში „აბერდინმა“ შინ 0:2 წააგო „ჰამილტონთან“.
გამარჯვების გოლის ავტორია ჯორჯ ოუკლი. გოლი კი უაღრესად ლამაზი გამოვიდა და მაყურებელსა და მატჩის კომენტატორს მარკო ვან ბასტენის ლეგენდარული გოლი გაახსენა.

ვან ბასტენმა დაუვიწყარი ბურთი 1988 წლის ევროპის ჩემპპიონატის ფინალში გაუტანა რინატ დასაევს, როდესაც მისმა ჰოლანდიამ 2:0 მოუგო საბჭოთა კავშირს და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.