ჟენევის ავტოსალონზე ყველაზე მძლავრი დიზელის კროსოვერის პრემიერა უნდა შედგეს. სიახლე Volkswagen-ის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ძრავს – Audi SQ7-ის აგრეგატს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ევროპულ ბაზარზე მაისის ბოლოს უნდა გამოჩნდეს.
Volkswagen Toureg V8 TDI დიზელის „ტურბორვიანითაა“ აღჭურვილი და 4.0 ლიტრის მოცულობის ძრავს 421 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 4,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

Toureg V8 TDI-ის მყიდველებს დიზაინის ორ ვარიაციას შესთავაზებენ – სტანდარტული Elegance ან Atmosphere. პირველი მათგანი ცივი, მეტალიზებური ფერებით ხასიათდება, მეორეს კი უფრო თბილი შეფერილობა ექნება. ამასთან, სიახლეს ღამის ხედვის სისტემებიც დაუმონტაჟდება, რაც გადაადგილებას დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს ერთნაირად კომფორტულს გახდის.
