LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეტად მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი, ორგანიზებული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, ამიტომ თქვენს ხასიათიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება.

ხელოვნების, სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა 26 მარტამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცლებს, ამიტომ ნუ  გაგიკვირდებათ, თუ  ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგიჩნდებათ თავისუფლების მოპოვების და სპონტანურად მოქმედების სურვილი.

დღევანდელ დღეს თამამდ შეიძლება ეწოდოს ფინანსური სიურპრიზების დღე, ამიტომ მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, საათის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად და კოლეგებთან საქმის გასარჩევად, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად და ექიმის კონსულტაციის მისაღებად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ყველით და ხაჭოთი, თევზით, ბრინჯით და წიწიბურათი, მოერიდეთ თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. ყურადღბა მიაქციეთ დასუსტებულ ხერხემალხს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და ოქროსფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი და აგატი, მარგალირტი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურად ჩაივლის დღე კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებები ელის ლომს და მერწყულს.