LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 3 მარტს ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 4 მარტს კი უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოში 3 მარტს წვიმებია მოსალოდნელი, საქართველოს მასშტაბით 4 მარტიდან გამოიდარებს.

სააგენტოს ცნობით, დედაქალაქ თბილისში 3 მარტს +7 გრადუსი სითბო და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება, 4 მარტს +10 გრადუს სითბოსა და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი.