LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მონაკოს პრინცი ბათუმის პიაცას დილის 6 საათამდე ვერ ავადღლიზე” – მიხეილ სააკაშვილი [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრაზე, მის მიერ გატარებულ რეფორმებზე და ბათუმის აშენებაზე ისაუბრა. მან გაიხსენა, მონაკოს პრინცის ვიზიტი ბათუმში და განაცხადა, რომ პრინცი ბათუმში ბინების ფასით დაინტერესდა.

„ჩვენ გვაქვს რეალური გამოცდილება. ისიც ვიცით რომ სხვა ქვეყნებიც არ არის იდეალური. ბოლო წლებში საქართელოში ვნერგავი იმას, რაც აქ არასწორია და არაფერი აღარ მაკვირვებდა. მე ძალიან მიხაროდა, რომ მონაკოს პრინცი ბათუმის პიაცას დილის 6 საათამდე ვერ ავადღლიზე. მანამდე ჩვენ მონაკოში დავდიოდით და ვიძახოდით: „ვაა“ სინამდვილეში ბათუმი მონაკოზე ბევრად მაგარია. მონაკოს პრინცი ამას მიხვდა ეგრევე, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და კითხულობდა ბინები რა ღირსო,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მონაკოს პრინცი საქართველოს 18 სექტემბერს 2001 წელს ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა პრინც ალბერ მეორეს პირველივე დღეს სვანეთი და ბათუმი დაათვალიერებინა. ბათუმში ისინი ხელოვნების ახლადგახსნილ ცენტრში სპექტაკლს „ქეთო და კოტე” დაესწრნენ. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა მონაკოს პრინცს განახლებული ბათუმიც დაათვალიერებინა.