LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ვარსკვლავს სამართალდამცავები იცავენ

ჰოლივუდის დიდების ხეივანში, მაიკლ ჯექსონის ვარსკვლავის დაზიანების რისკი გაიზარდა.

„ბიბისიმ“ ეთერში მაიკლ ჯექსონის სიმღერები დაბლოკა

საქმე ისაა, რომ დოკუმენტურმა ფილმმა, Leaving Neverland, პოპის მეფის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა, რადგან კინოსურათი ლეგენდარული შემსრულებლის პედოფილიას უსვამს ხაზს.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, ,,გრემის” მფლობელი არტისტის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ, ბოლომდე არაფერია ცნობილი, დენ რიდის ნამუშევარმა საზოგადოების აღშფოთება მაინც გამოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=R_Ze8LjzV7Q

ჰოლივუდის სავაჭრო პალატის მოთხოვნით, 50 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის ვარსკვლავთან სამართალდამცველები მორიგეობენ. ამასთან, მიმდებარე ტერიოტორიას სათვალთვალო კამერებითაც აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის დიდების ხეივანში, მაიკლ ჯექსონის ვარსკვლავი 1984 წელს გაიხსნა.