LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე საავადმყოფოში მოხვდა – „დავჯექ წერად ანდერძისად…“

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული. როგორც ჩანს, ცნობილი ფსიქოლოგი ჯანმრთელობის პრობლემის გამო კლინიკაში აღმოჩნდა. ფოტოზე ის სამედიცინო საბუთს აწერს ხელს.

თავად კი ასეთი სტატუსი დაწერა:

„დავჯექ წერად ანდერძისად … და ვინ გაცდის? მედი კლაბს ჩემი სიკვდილის არ სჯერა. ვისაც გჯერათ, დარეკვის და შემოწმების გარეშე არც ხვალ არ მობრძანდეთ კამარაში ჩემთან, ცოტა ხანს აქ ვიკოტიალებ, როგორც თინუსა იტყოდა.

პ.ს. ისე მომწონს ეს ფოტო, ამის გადასაღებ -გამოსადებად ღირდა ტრიუკის გამეორება“