მედიატურნირი ნარდში და გამარჯვებულისთვის დაწესებული ფულადი პრიზი! „ლიდერბეთისა“ და ნარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ნარდის ეროვნული ნაკრების ახალი წევრის შესარჩევი ტურნირის ფინალის პარალელურად, ერთმანეთს მედიის წარმომადგენლებიც შეეჯიბრებიან.
მედიატურნირი 10 მარტს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეობის მისაღებად კი მედიასაშუალებიდან 1 ან 2 წარმომადგენლის დარეგისტრირება 7 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი. ფულადი პრიზების გარდა, მონაწილეებს „ლიდერბეთის“ ბრენდირებული ნარდი და სიგელები გადაეცემათ.
რაც შეეხება ნარდის ეროვნული ნაკრების ახალი წევრის შესარჩევ ტურნირს, ის ორი ნაწილისგან შედგება და 9-10 მარტს ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, I ნაწილი 9 მარტს გაიმართება, რეგისტრაცია 11:00 სთ-ზე იწყება, კენჭისყრა – 11:50-ზე, ხოლო პირველი ტური – 12:00-ზე. პირველი სატურნირო დღე 22:00-ზე დასრულდება, სადაც ფინალში მონაწილე 8 მოთამაშე გამოვლინდება.
ტურნირის ორი გამარჯვებული კი ნეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და მონტენეგროში 7 აპრილს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე გაემგზავრება.
