LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის ერთობლივი საღამო გაიმართება

7 აპრილს, 19;00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის ერთობლივი საღამო გაიმართება. ღონისძიების სახელწოდებაა „ისევ მოდის აპრილი“.

პოეზიის საღამოზე მურმან ჯინორია ლექსებს წაიკითხავს აუდიტორიისთვის, ხოლო ლაშა ღლონტი შეასრულებს ცნობილ კომპოზიციებს საკუთარი რეპერტუარიდან.

ბილეთები უკვე იყიდება საიტზე biletebi.ge.