როგორც მამუკა ხაზარაძემ მცირე ხნის წინ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, მან წერილი გარკვეული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, დღეს პროკურატურამ კი ეს წერილი გაასაჯაროვა.
წერილთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში გარკვეული იუმორისტული აქტივობები შეინიშნება. „ფეისბუქ“-გვერდი გრიგოლ შტაბკვარწირა აქვეყნებს იუმორისტულ წერილებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძისადმია მიწერილი.


















