LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონების სფეროში, რა სტატისტიკას აქვეყნებს ბია. ჯი

„ბიას“ მონაცემთა ბაზაში საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის  41,604 მდე კომპანიაა რეგისტრირებული,  საიდანაც  ფუნქციონირებადია  27,274-მდე იურიდიული პირი.  როგორც კომპანიიდან „ფორტუნას“ აცნობეს, მოქმედი ორგანიზაციებიდან 81%-ს უფიქსირდება უძრავი ქონება საკუთრებაში ან იჯარით. როგორც „ბიაში“ ამბობენ, კომპანიების მიერ უძრავ-მოძრავი ქონების ფლობ, მათ აქტივობაზე მიუთითებს და ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია, ამიტომ 81%-იანი მაჩვენებელი „ბიამ“ დადებითად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების 76% ფართის იჯარით სარგებლობს, ხოლო 24% კი უძრავ ქონებას ფლობს. აქედან კი მხოლოდ 5% სარგებლობს უძრავი ქონების დაზღვევით. „ბიაში“ ამბობენ, რომ დაზღვევის ნაკლებობა უძრავი ქონების ეფექტიანი და ხანგრძლივი  ექსპლუატაციის რისკებს ზრდის.

კიდევ ერთი პრობლემა უძრავი ქონების დაზღვევასთან ერთად, მოძრავი ქონების-კერძოდ კი, ავტომობილების დაზღვევის საკითხია. ბია.ჯი-ს მონაცემების მიხედვით, იმ კომპანიებიდა,ნ რომლებიც  ავტომობილებს ფლობენ, კორპორატიული ავტომანქანების დაზღვევით მხოლოდ 17% სარგებლობს.

„ბიაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება ტექნოლოგიების საკითხიც. „იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიურ ერაში ვცხოვრობთ, რთული წარმოსადგენია სფერო, რომელიც მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის კომპიუტერებს არ საჭიროებდეს.  ბია.ჯი-ს პლატფორმაზე არსებული მონაცემებით კი, მოქმედი კომპანიების მხოლოდ 32% ფლობს კომპიუტერებს საკუთრებაში, რაც მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლია და ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარების  პრობლემებზე მიუთითებს. ტექნოლოგიების გარეშე კი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია“, – აცხადებენ „ბიას“ წარმომადგენლები.