“თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარული?” – ასე ეხუმრა შს მინისტრი გიორგი გახარია პრაიმტაიმის ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე გავრცელებული ინფორმციის თაობაზე.
“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.
გახარიას თქმით კი, ის მზად არის თიბისის საქმის ობიექტურ გარემოებებზე ყველა ფორმატში ისაუბროს იქნება ეს პარლამენტი თუ პროკურატურა. გახარიამ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და თქვა, რომ არავის ექნება უფლება “ჭორაობითა და შეთქმულების თეორიებით” თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
