LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ფეხბურთელი ვარჯიშს განაგრძობს, არადა უკვე მეექვსე თვეზეა (ფოტო)

ამერიკელი ფეხბურთელი სიდნი ლერუ ფეხმძიმობის მეექვსე თვეზეა და მაინც ვარჯიშობს.

სიდნი აშშ-ს ნაკრების წევრია და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, არადა მუცელი უკვე ეტყობა.

„არ ვფიქრობდი, რომ ვარჯიშს დავიწყებდი, მაგრამ ასე გამოვიდა. ორთაბრძოლებს გავურბივარ, მარტო ბურთთან ერთად ვვარჯიშობ. ისეთ ეპიზოდებსაც ვერიდები, როდესაც შეიძლება ბურთი მუცელში მომხვდეს.
ინტენსიურ სირბილსაც ვერიდები და ექიმის რჩევებს ვისმენ, რომელმაც უკეთ იცის რა და როგორ გავაკეთო, ვიდრე ტვიტერის ხალხმა“, – დაწერა სიდნიმ.

ლერუს ანგარიშზე აშშ-ს ნაკრებში 77 მატჩია.
საკლუბო დონეზე ორსული ქალი „ორლანდო პრაიდში“ გამოდის.