LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხი – სალომე ზურაბიშვილი

იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ქართველ სტუდენტებსა და ემიგრანტებს შეხვდა.

„ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაბადებული თაობისთვის, სამშობლოსთან კავშირის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსს.

უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ისე გამარტივებული, როგორც ამას ელოდებოდნენ.

ახლა იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საზღავარგარეთ მყოფ სტუდენტებზე და შეუქმნას მათ სამშობლოში დაბრუნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი პირობა.