ბუკინგემის სასახლეში მოწყობილ მიღებას სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. დედოფალმა ელისაბედმა სტუმრებს პრინცი ჩარლზის უელსის საგრაფოში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე დიდი მიღებით აღნიშნა.
პირველად ხანგრძლივი პაუზისა და კონფლიქტზე გავრცელებული ჭორების შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი.

ფოტოებზე ჩანს, რომ ისინი უკან მიჰყვებიან დედოფალს, რომელიც ბუკინგემის სასახლის ოთახში სტუმრების შესახვედრად მიდის.
ორსული მეგან მარკლი ოქროსფერ კაბასა და თეთრ პალტოში იყო გამოწყობილი. ქეით მიდლტონი კი, ღია ცისფერ კაბაში.




