LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ნიკორას მაღაზიაზე თავდასხმისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა

ზუგდიდში ნიკორას მაღაზიაზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 3 პირი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ „ნიკორას“ ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველს, კონსულტანტსა და დაცვის თანამშრომელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა.

შემთხვევა სგუშინ მოხდა. ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა მაღაზიის ინვენტარი და მსუბუქად დაშავდნენ თანამშრომლები, ორი მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივე დაკავებულს 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.