LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

განსაკუთრებით რთულია ახალმთვარეობის დღე, როცა დაძაბულობა პიკს 20:04 საათზე მიაღწევს. თევზების ზოდიაქოს ნიშანში მზის და მთვარის ენერგიის შერწყმა ნეგატიურად აისახება ადამიანთა ემოციურ მდგომარეობაზე, გაამძაფრებს შიშებს და კომპლექსებს, გახდება მიზეზი არასასიამოვნო აზრების აკვიატებასა, დეპრესიისკენ მიდრეკილებისა და აგრესიის გამოვლენისა. ამასთანავე, მოიმატებს ჯანმრთელობის პრობლემები, გაიზრდება ცდუნების და შეცდომების დაშვების, კონფლიქტების წარმოშობის, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი მნიშნელოვანი მოვლენითაა გამორჩეული – თავისუფლებისმოყვარე, მეგობრობის მფარველი ურანი შვიდი წლით კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რასაც სტერეოტიპების ნგრევა და ახალი მატერიალური ფასეულობების ჩამოყალიბება, საბანკო-საფინანსო სფეროსა და ბიზნეს ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოჰყვება. არაა გამორიცხული სერიოზული ზარალი განიცადოს შეძლებულ ბიზნესმენთა ნაწილმა, ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში კი, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება, ახალი ლიდერები გამოჩდნენ. ცვლილებები მართლაც დროული და აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ივლისსა და აგვისტოში ვერავინ დააღწევს თავს ფინანსურ კრიზისს.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ჩვეულებრივზე მეტ პრობლმას შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – უმჯობესია თავი შეიკავოთ მინერალების გამოყენებისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კუროსა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.