LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Shazam-მა ყველაზე ძებნადი სიმღერა დაასახელა (ფოტო)

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძებნად სიმღერად, არიანა გრანდეს 7 Rings სახელდება. ინფორმაცია ამის შესახებ, Shazam-მა გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

Congrats @arianagrande!!! #7Rings is officially the number 1⃣ Shazamed track in the world right now ???????

A post shared by Shazam (@shazam) on

გაირკვა, რომ ამერიკელი შემსრულებლის ერთ-ერთი ბოლო ჰიტის საძიებლად, მუსიკის ამომცნობ აპლიაციას 2 მილიონზე მეტმა მელომანმა მიმართა.

სიის მეორე პოზიციაზე ეივა მექსის Sweet but Psycho (5.2 მლნ.), მესამეზე კი Pedro Capó-ს სინგლის Calma რემიქსი (2.4 მლნ.) დასახელდა, რომლის ალტერნატიული ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობა Farruko-მ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 7 Rings არიანა გრანდეს მეხუთე სტუდიურ ალბომში Thank U, Next შედის, რომელიც მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოვიდა.