LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღემდე ჩარჩენილი ვარ 50-იანი წლების ქართულ მუსიკაში” – „დრუპი“

„ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტუმარი მსახიობი, მენეჯერი და პროდიუსერი ნიკოლოზ რამიშვილი, იგივე დრუპი იყო. გადაცემამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მხიარულად ჩაიარა. სტუმარმა მისი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო.

როგორც აღმოჩნდა „დრუპი“ აქტიური მელომანი და სტაჟიანი „ბითლომანია“, მისი პირველი მენტორი მუსიკალურ სამყაროში კი მამა ყოფილა.

გადაცემის ფარგლებში ნიკოლოზ რამიშვილმა მის ახალ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ბავშვებს და მომავალ თაობას ეძღვნება, მუშაობა დაწყებულია ქართულ სრულმეტრაჟიან ანიმაციაზე, რომელიც ვაჟა ფშაველას მოტივებზეა და პირობითი სათაური „სათაგური” აქვს, ასევე წლის ბოლოსთვის ქართული 3D მულტფილმის გამოსვლა იგეგმება.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…