LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისონ მომოა ავიაკატასტროფას გადაურჩა (ფოტო)

თვითმფრინავი, რომლითაც ჯეისონ მომოა მეგობრებთან ერთად ფინიქსში მიემგზარებოდა, ავიაკატასტროფას გადაურჩა. უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, ,,აქუამენმა” ,,ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ხმაური თვითმფრინავის ძრავში, ხანძრის შესაძლო გაჩენამ გამოიწვია.

საბედნიეროდ, განგაში ცრუ აღმოჩნდა, თუმცა პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი პალმ სპრინგსის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო.

ამასთან, გაირკვა, რომ კალიფორნიის მეხანძრე-მაშველებმა პრობლემის აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავად იმუშავეს, რისთვისაც 39 წლის მსახიობმა მათ მადლობა გადაუხადა.

 

View this post on Instagram

 

Had an Aircraft emergency today. Reported engine fire with @prideofgypsies on board. ARFF Engineer Andy Meza told his crew, “Not on my watch boys…not on my watch”. Turned out to be a false alarm but the ARFF Lads were on the ready. It’s always nice to meet cool people. #aquaman #palmsprings #firefighters #bestjobintheworld #ARFF #visitpalmsprings #local3601 #engine #truck #chiefmiller

A post shared by @ palmsprings_firefighters on

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი. თვითმფრინავს, რომლითაც ,,მეგობრები” კაბო-სან-ლუკასზე მიემგზავრობდნენ, აფრენისას ბორბალი მოძვრა, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კი პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა.

ჯენიფერ ენისტონი ავიაკატასტროფაში მოყვა (ფოტო)