LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ათასის გამო ხალხია გამოსახლებული, პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?! – მამუკა მდინარაძე

ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ 17 მილიონი მამუკა ხაზარაძემ ისესხა თავისი მეგობრისგან და არ იცოდა, რომ ეს ფული მისივე ბანკიდან იყო გატანილი, მაშინ როდესაც 17 ათასის გამო სახლებიდან არის ხალხი გამოსახლებული. პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში მიტანილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა არასერიოზულია.

“მოვუწოდებ ნებისმიერ სამართალდამცავს, რომ თუ რაიმე დამატებითი მტკიცებულება იქნება, ძირფესვიანად გამოიძიონ ნებისმიერი დეტალი, მაგრამ როდესაც ფარატინა ფურცელზე ამობეჭდილი რაღაცა ნაბეჭდი ტექსტი გაქვს, ის ტექსტიც თავის მხრივ გაუგებარია და ამაზე ითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას, არასერიოზულია. ამ მდგომარეობაში იმიტომ აყენებენ საქართველოს პარლამენტს, რომ მთავარ საკითხზე არ იმსჯელონ,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.