კომპანია Hyundai-მ “Sonata”-ს მომავალი თაობის სედანის პირველი გამოსახულება გამოაქვეყნა. როგორც კადრებში ჩანს, სიახლე Sensuous Sportiness-ის ანუ „მგრძნობიარე სპორტულობის“ სტილშია შესრულებული. მოდელი კონცეპტი – Le fil rouge-ის შთაგონებით შეიქმნა.
კონცეპტი „მგრძნობიარე სპორტულობა“ 4 პრინციპს მოიცავს – პროპორცია, არქიტექტურა, სტილი და ტექნოლოგია. „სონატას“ შემთხვევაში დიზაინერებმა თავისი სათქმელი ძარის ხაზში, მასიურ ზედაპირში და საკმაოდ უჩვეულო ფორმებში გამოხატეს. სედანის პროფილი კუპეს გავს და დიზაინერების მთავარი ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო.

თანამედროვე ავტომობილებთან შედარებით ახალი თაობის სედანი ცოტა უფრო დიდი გამოვიდა. მან განსაკუთრებული რადიატორის ბადეც მიიღო, რომელიც სპორტქარისას გავს.
და ბოლოს, Hyundai Sonata-ს საჯარო დებიუტი სულ მალე, აპრილის თვეში, ნიუ-იორკის ავტოსალონზე შედგება.

