ქსელში ,,მალეფისენტის” მეორე ნაწილის თიზერ პოსტერი გამოქვეყნდა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ კინოსურათის სიქუელი ეკრანებზე დროზე ადრე გამოვა.
,,დისნეის” ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ Maleficent: Mistress of Evil ეკრანებზე 2020 წლის 29 მაისის ნაცვლად, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გამოჩნდება.
ოფიციალურ სინოფსისში ნათქვამია, რომ სათავგადასავლო ფენტეზის გაგრძელებაში მოქმედება პირველი ნაწილის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება.
View this post on Instagram
Angelina Jolie returns in Maleficent: Mistress of Evil. Coming to theaters October 18, 2019.
შეგახსენებთ, რომ შარლ პეროს ზღაპრის, ,,მძინარე მზეთუნახავი” განსხვავებული ვერსია, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს, პირველად 2014 წელს გამოვიდა.
