LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 23:08-დან 00:28 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიუტრი ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

ძველი პროექტების განახლების და სასიკეთო ცვლილებების დღეა!

თამამად შეგიძლიათ დასახოთ სამომავლო გეგმები, მთავარია განთავისუფლდეთ არასასიამოვნო ფიქრებისა და აკვიატებული აზრებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობისა და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, პრეზენტაციების, საჯარო გამოსვლებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად სასიკეთო დღეა რომანტიკული თავგადასავლებისა და ახლობლებისთვის საიდუმლოს გასამხელად, რადგან ამგვარი გულწრფელობა მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ჩვეულებრივზე მეტ პრობლმებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილის და უგუნებობას. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე და თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიას.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღე ელით მორიელს და თხის რქას, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ტყუპები და მშვილდოსანი.