ევროპული საქართველოს წევრს თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. დავით ნაფეტვარიძეს თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა. ნანა კოკაიას განაცხადებით, უცნობი კაცი მოულოდნელად დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხა და ქვა ჩაარტყა.
ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს ტვინის შერყევა აქვს და მარცხენა ხელის ცერა თითი აქვს ამოვარდნილი. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
